 
| 2009 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა მდგრადი განვითარების არქიტექტურის ლაბორატორიის პრეზენტაცია. ლაბორატორიის დაარსების მიზანია საქართველოს დღევანდელ არქიტექტურაში მდგრადი მშენებლობის პრინციპების დანერგვა და მათი პოპულარიზაცია. მდგრადი განვითარების არქიტექტურის ლაბორატორია წარმოადგენს ვუდ სერვისის მიერ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა-ჩამოყალიბებით დაწყებული სასწავლო პროექტის შემდგომ ფაზას. ლაბორატორიისათვის ფართი უზრუნველყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა, დიზაინერული სამუშაოები შეასრულა კომპანია “თი დი ეს”-ის ჰოლანდიელმა არქიტექტორმა, ხოლო ტექნიკური სამუშაოები დააფინანსა და ჩაატარა კომპანია ვუდ სერვისმა. ლაბორატორიის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს არქიტექტორების გადამზადებას, რომლებიც შექმნიან მდგრადი მშენებლობის პრინციპებზე დაფუძნებულ პროექტებს, ხოლო მეორესმხრივ, მულტიფუნქციურ ცენტრში გადამზადებული ცისფერ საყელოიანი მუშაკები შეძლებენ ამ პროექტების განხორციელებას. პრეზენტაციას დაესწრნენ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები (UშAID, ჭორლდ Vისიონ, Gთძ აშ.,) რომელთა დახმარებითაც უნდა დაიგეგმოს და განხორიცელდეს პილოტური პროექტები. |